https://sputnik-georgia.com/20250911/tbilissi-ramdenime-bina-gaqurdes-dakavebulia-erti-piri-294890856.html
თბილისში რამდენიმე ბინა გაქურდეს: დაკავებულია ერთი პირი
თბილისში რამდენიმე ბინა გაქურდეს: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 11.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-11T13:09+0400
2025-09-11T13:09+0400
2025-09-11T13:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23284/32/232843203_0:183:3504:2154_1920x0_80_0_0_47c22b3d5428344254fa4abdff4a4d56.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულს ბრალად ქურდობა, ძარცვა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა-კულტივირება ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს თბილისში მდებარე ბინებში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, ძვირადღირებული ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულის ჩადენილი იყო თბილისში მომხდარი ერთ-ერთი ძარცვის ფაქტიც. ასევე სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბური და მცენარე კანაფი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე, 178-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23284/32/232843203_195:0:3310:2336_1920x0_80_0_0_0d1a392a6b253aeb6559e5c0e72bc9e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
თბილისში რამდენიმე ბინა გაქურდეს: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალად ქურდობა, ძარცვა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა-კულტივირება ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს თბილისში მდებარე ბინებში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, ძვირადღირებული ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულის ჩადენილი იყო თბილისში მომხდარი ერთ-ერთი ძარცვის ფაქტიც.
ასევე სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბური და მცენარე კანაფი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე, 178-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.