https://sputnik-georgia.com/20250911/rustavsa-da-bolnissi-ufaso-skriningis-aqcia-gaimarta-294898314.html
რუსთავსა და ბოლნისში უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა
რუსთავსა და ბოლნისში უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა
Sputnik საქართველო
გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა. 11.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-11T20:04+0400
2025-09-11T20:04+0400
2025-09-11T20:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24115/40/241154076_0:21:2001:1146_1920x0_80_0_0_587b5ac9816a5b367dc0daa1b7513b91.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რუსთავსა და ბოლნისში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.როგორც ცენტრში აღნიშნეს, ინიციატივის მიზანი სხვადასხვა დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა. უწყების ცნობით, გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია. სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე. აქცია რუსთავისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24115/40/241154076_22:0:1802:1335_1920x0_80_0_0_5b5364e9f14c6e32d4286155551ce8bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
რუსთავსა და ბოლნისში უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა
გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რუსთავსა და ბოლნისში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
როგორც ცენტრში აღნიშნეს, ინიციატივის მიზანი სხვადასხვა დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.
უწყების ცნობით, გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.
„სკრინინგის ძირითადი მიმართულებები საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგს, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს, არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს და გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასებას და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) გამოვლენას მოიცავდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.
აქცია რუსთავისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდა.