https://sputnik-georgia.com/20250910/shssm-kaladzis-banerebis-dazianebis-paqtze-gamozieba-daiwyo-294874309.html
შსს-მ კალაძის შტაბთან საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ კალაძის შტაბთან საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
8 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიაზე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. 10.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-10T10:24+0400
2025-09-10T10:24+0400
2025-09-10T10:24+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კახა კალაძე
თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:150:1117:778_1920x0_80_0_0_30d0b0cbb00575f486e7fedb2ae2d1b4.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, აღნიშნული მუხლი 3 წალმდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.საუბარია მელიქიშვილის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქციები იმართება, „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის შტაბთან არსებული საარჩევნო ბანერების დაზიანებაზე - 8 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიაზე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.მანამდე შსს-მ 8 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.მოგვიანებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე - სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.მელიქიშვილის გამზირზე მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბი 3 სექტემბერს გაიხსნა. შტაბ-ბინიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსთაველის გამზირზე ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები 2024 წლის ნოემბრიდან ყოველდღე იკრიბებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:118:959:837_1920x0_80_0_0_c5b8b06fcf90d60c836a5ef4c8ab808c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კახა კალაძე , თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კახა კალაძე , თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
შსს-მ კალაძის შტაბთან საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
8 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიაზე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, აღნიშნული მუხლი 3 წალმდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საუბარია მელიქიშვილის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქციები იმართება, „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის შტაბთან არსებული საარჩევნო ბანერების დაზიანებაზე - 8 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიაზე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
მანამდე შსს-მ 8 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
მოგვიანებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე - სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
მელიქიშვილის გამზირზე მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბი 3 სექტემბერს გაიხსნა. შტაბ-ბინიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსთაველის გამზირზე ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები 2024 წლის ნოემბრიდან ყოველდღე იკრიბებიან.