https://sputnik-georgia.com/20250910/meliqishvilis-gamzirze-movlenebtan-dakavshirebit-3-piri-daakaves-294888747.html
შსს: მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია 3 პირი
შსს: მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია 3 პირი
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში 3... 10.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-10T22:04+0400
2025-09-10T22:04+0400
2025-09-10T22:04+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში 3 პირია დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.დაკავებულთაგან ორ პირს აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობა, მესამეს კი „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანება ედება ბრალად.საუბარია მელიქიშვილის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქციები იმართება, 9 სექტემბერს „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის შტაბთან არსებული საარჩევნო ბანერების დაზიანებაზე - 8 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიაზე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში.გამოძიება სსკ-ი 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები, თბილისი დღეს
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები, თბილისი დღეს
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში 3 პირია დაკავებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულთაგან ორ პირს აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობა, მესამეს კი „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანება ედება ბრალად.
საუბარია მელიქიშვილის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქციები იმართება, 9 სექტემბერს „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის შტაბთან არსებული საარჩევნო ბანერების დაზიანებაზე - 8 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიაზე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში.
გამოძიება სსკ-ი 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.