https://sputnik-georgia.com/20250910/dacul-teritoriebze-samartaldargvevis-160-paqti-gamovlinda-294881772.html
წლის დასაწყისიდან დაცულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოვლინდა
წლის დასაწყისიდან დაცულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 500-მდე რეინჯერი 24-საათიან რეჟიმში პატრულირებს. 10.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-10T18:00+0400
2025-09-10T18:00+0400
2025-09-10T18:00+0400
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24539/82/245398234_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_85853681b56d0bb7764304c33fab333b.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლის 8 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა ხის ჭრა, ნადირობა, თევზაობა, იარაღით გადაადგილება, უკანონო ძოვება და სხვ. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 500-მდე რეინჯერი 24-საათიან რეჟიმში პატრულირებს. ეფექტიანი მონიტორინგისთვის რეინჯერები სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ, მათ შორის: SMART სისტემებს, ფოტოხაფანგებს, სითბურ დრონებს, რაც ხელს უწყობს სამართალდარღვევის ფაქტების პრევენციას, დროულ გამოვლენასა და რეაგირებას. დღეისათვის ქვეყანაში 100 დაცული ტერიტორია - სახელმწიფო ნაკრძალები (14), ეროვნული პარკები (15), ბუნების ძეგლები (40), აღკვეთილები (26), დაცული ლანდშაფტები (5) და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მთელი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ზე მეტს ფარავს და 920 ათას ჰექტარზე მეტ ფართობს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24539/82/245398234_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_5d1b21713420b674f7c9b301d36754bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
წლის დასაწყისიდან დაცულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 500-მდე რეინჯერი 24-საათიან რეჟიმში პატრულირებს.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლის 8 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე სააგენტოს რეინჯერებმა სამართალდარღვევის 160 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა ხის ჭრა, ნადირობა, თევზაობა, იარაღით გადაადგილება, უკანონო ძოვება და სხვ.
აღნიშნულ პერიოდში სამართალდარღვევათა ფაქტები 16 დაცულ ტერიტორიაზე იქნა გამოვლენილი - ბორჯომ-ხარაგაულის, მარტვილისა და ოკაცეს, კოლხეთის, აჯამეთის, ჭაჭუნას, ალგეთის, ლაგოდეხის, ჯავახეთის, ვაშლოვანის, მარიამჯვრის, თუშეთის, მტირალას, კვერეთის, გურიის, ბაწარა-ბაბანეურისა და ერუშეთის დაცულ ტერიტორიებზე.
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 500-მდე რეინჯერი 24-საათიან რეჟიმში პატრულირებს.
ეფექტიანი მონიტორინგისთვის რეინჯერები სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ, მათ შორის: SMART სისტემებს, ფოტოხაფანგებს, სითბურ დრონებს, რაც ხელს უწყობს სამართალდარღვევის ფაქტების პრევენციას, დროულ გამოვლენასა და რეაგირებას.
დღეისათვის ქვეყანაში 100 დაცული ტერიტორია - სახელმწიფო ნაკრძალები (14), ეროვნული პარკები (15), ბუნების ძეგლები (40), აღკვეთილები (26), დაცული ლანდშაფტები (5) და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მთელი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ზე მეტს ფარავს და 920 ათას ჰექტარზე მეტ ფართობს შეადგენს.