ჩხუბი კალაძის საარჩევნო შტაბთან: შსს-მ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2025
გამოწერა
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გუშინ, 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაპირისპირებაში მონაწილე პირების გამოსავლენად სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ყველა ახალი ამბავი
0