https://sputnik-georgia.com/20250909/shss-mkaladzis-shtabtan-momxdar-chxubze-kidev-erti-saqme-agzra-294861434.html
შსს-მ კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი საქმე აღძრა
შსს-მ კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი საქმე აღძრა
Sputnik საქართველო
თავიდან მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 09.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-09T20:11+0400
2025-09-09T20:11+0400
2025-09-09T20:11+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_74b73a95dc7b74b4853cf59e1134b988.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ამჟამინდელი მერის და მმართველი პარტია ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებითი გამოძიება დაიწყო.ორშაბათს, 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.თავიდან მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.მოგვიანებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე - სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.მელიქიშვილის გამზირზე მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბი 3 სექტემბერს გაიხსნა. შტაბ-ბინიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსთაველის გამზირზე ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები 2024 წლის ნოემბრიდან ყოველდღე იკრიბებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_b6bffb79b9093d129227288bdda74250.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები
შსს-მ კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი საქმე აღძრა
თავიდან მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ამჟამინდელი მერის და მმართველი პარტია ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებითი გამოძიება დაიწყო.
ორშაბათს, 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.
თავიდან მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
მოგვიანებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე - სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ, კანონით დასჯადი ქმედებაა“,-აღნიშნულია განცხადებაში.
მელიქიშვილის გამზირზე მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბი 3 სექტემბერს გაიხსნა. შტაბ-ბინიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსთაველის გამზირზე ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები 2024 წლის ნოემბრიდან ყოველდღე იკრიბებიან.