რამდენად ეფექტურია საქართველოს მთავრობის მმართველობა?

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2025
გამოწერა
კვლევის თანახმად, საქართველო რუანდასთან და ალბანეთთან ერთად იმ სამ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც XXI საუკუნეში საჯარო ადმინისტრირების ეფექტურობის გრძელვადიანი გაუმჯობესების კუთხით ყველაზე დიდი პროგრესი განიცადეს.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობა მმართველობის ეფექტურობის მხრივ 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ევროკომისიამ გამოაქვეყნა მმართველობის ეფექტურობის ინდექსი, როგორც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების 2024 წლის გამოცემის ნაწილი, რომელიც მსოფლიოს 213 ქვეყანასა და ტერიტორიას აფასებს.
საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100%-იანი სისტემით ახალ ისტორიულ მაქსიმუმს - 77,8%-ს მიაღწია და საუკეთესო 50 ქვეყნის რიცხვში შევიდა.
სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის თვალსაზრისით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, „დიდი შვიდეულის" ერთ-ერთ ქვეყანას და ევროკავშირისა და ნატოს 16 წევრ-სახელმწიფოს. ესენია: იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ლატვია, კვიპროსი, მალტა, უნგრეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო.
გარდა ამისა, კვლევის თანახმად, საქართველო რუანდასთან და ალბანეთთან ერთად იმ სამ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც XXI საუკუნეში საჯარო ადმინისტრირების ეფექტურობის გრძელვადიანი გაუმჯობესების კუთხით ყველაზე დიდი პროგრესი განიცადეს. 2000 წლიდან საჯარო ადმინისტრირების ეფექტურობა რუანდაში 55,8 პროცენტული პუნქტით, ალბანეთში 40,7-ით, ხოლო საქართველოში 39-ით გაიზარდა.
სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის შეფასების წლიური პროგრესის თვალსაზრისით, საქართველოს შეფასება წლის განმავლობაში 5,2 ქულით გაუმჯობესდა და პროგრესის აღნიშნული ტემპით ევროპაში მესამე ადგილზეა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევა ტარდება მსოფლიო ბანკის მიერ მსოფლიო სახელმწიფო მმართველობის მაჩვენებლის ფარგლებში.
ინდექსში აღნიშნულია, რომ ეფექტურ მმართველობას განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ეს ქვეყნებს ეხმარება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და სოციალური ერთიანობის გაძლიერებაში. მსოფლიო სახელმწიფო მმართველობის მაჩვენებლები შენმუშავებულია იმისთვის, რომ დაეხმაროს მკვლევარებსა და ანალიტიკოსებს შეაფასონ საერთო ტენდენციები, თუ როგორ აღიქმება მმართველობა სხვადასხვა ქვეყანაში და დრინამიკაში“, - ნათქვამია ანგარიშში.
კვლევა აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით 30-ზე მეტი ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და კერძო კომპანიის მონაცემებს, რომლებიც შეირჩა სამი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე: ისინი წარმოდგენილია ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, ისინი წარადგენენ შედარებით მონაცემებს სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით და ისინი რეგულარულად ნახლდება. მონაცემები ასახავს მსოფლიოს მასშტაბით დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის შეხედულებებს, მათ შორის გამოკითხული ათიათასობით რესპონდენტისა და ექსპერტის შეხედულებებს.
ყველა ახალი ამბავი
0