შათირიშვილი: გერმანელი ოპოზიციონერების სიკვდილში „დიფ სთეითია“ დამნაშავე

ზაზა შათირიშვილი
ზაზა შათირიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2025
გამოწერა
ქართველი ფილოსოფოსის აზრით, გერმანია არჩევნების წინ ე.წ. „დიფ სთეითის“ საქმიანობას ემსხვერპლა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, რომელთაგანაც შვიდი წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა და მომხდარს უწოდა მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს „დიფ სთეითი“ (deep state).
ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გერმანიის დასავლეთ ფედერალურ მიწაზე, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ის ექვსი კანდიდატი გარდაიცვალა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს სხვა პარტიების, მათ შორის „მწვანეების“ და „სოციალ-დემოკრატების“ რამდენიმე კანდიდატიც გარდაიცვალა.
„წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიის წევრი იყო… სინამდვილეში გერმანიაში მომხდარი ეს სკანდალი უნიკალური მაგალითია იმისა, თუ რა ემართება „დიფ სთეითის“ მიერ სრულად კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას”, - განაცხადა შათირიშვილმა.
მისი თქმით, გერმანიაში, სადაც საკვანძო პოლიტიკური და სოციალური პროცესები გარედან კონტროლდება, გაჩნდა პარტია, რომელმაც მოახერხა მოსახლეობის 20%-ზე მეტის მხარდაჭერის მოპოვება და, ფაქტობრივად, მთავრობის მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა. სწორედ ამიტომაც, ფილოსოფოსის თქმით, ამ ოპოზიციურ პარტიას კანდიდატების აკრძალვისა და მათზე ზეწოლის მცდელობები დააატყდა თავს. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო მედიას აღნიშნული თემა თითქმის არ გაუშუქებია.
„ამ დონის და ტიპის საერთაშორისო სკანდალი უახლოეს წარსულში ძნელად თუ გაგვახსენდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამაოგნებელია, რომ „დიფ სთეითის“ მიერ მართული საერთაშორისო მედია მომხდარს, ანუ არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წევრის მოულოდნელ გარდაცვალებას არაფრად აგდებს”, - აღნიშნა ფილოსოფოსმა.
გერმანიაში ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირებულმა შემთხვევამ, ფილოსოფოსის აზრით, აჩვენა, რომ დღეს ამ ქვეყანაში შეუძლებელია ღიად გამოხვიდე მასობრივი მიგრაციის წინააღმდეგ ან ტრადიციული ოჯახის დასაცავად კარიერის რისკის ქვეშ დაყენების გარეშე. გარდა ამისა, მისი თქმით, ოდესღაც ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე წარმატებულმა ქვეყანამ, უმაღლესი კულტურის, მათ შორის, შრომის კულტურის მქონე გერმანიამ დღეს დაკარგა თავისი სუვერენიტეტი.
deep state-მა საკუთარი აგენტურის ხელით ენერგეტიკა დაუნგრია, როდესაც ატომური ელექტროსადგურები დაახურინა, შემდეგ რუსული იაფი, ენერგიის წყაროები ჩაუკეტა და ახლა მათთან აომებს. ამ ყველაფრის შედეგი უკვე სახეზეა – ერთ დროს, ეკონომიკურად ევროპის წამყვანი სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების სამეულში შედიოდა, მესამე წელია, რეცესიაშია”, -დაასკვნა შათურუშვილმა.
თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ „„დიფ სთეითი“ რადიკალური ოპოზიციის ხელით ცდილობს საქართველოში რევოლუციის ორგანიზებას, ხელისუფლებაში თავისი აგენტების მოყვანას და ქვეყნის უკრაინის ომში ჩათრევას.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში (გერმანია) არჩევნები 14 სექტემბერს არის დაგეგმილი, რომელშიც 18 მილიონიანი მოსახლეობიდან 20 ათასი კანდიდატი მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0