კობახიძე: საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება

© Government of Georgiaმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2025
გამოწერა
დღეისათვის საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე კერძო სექტორთან შედარებით დაახლოებით 74%-ს შეადგენს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება და 2026 წელსაც საჯარო მოხელეებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოში2023 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს კანონი ჩინოვნიკთა ხელფასების ინდექსაციის შესახებ.
„საჯარო სამსახურში გაგრძელდება ხელფასების მატება. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10%-ით და 2026 წელსაც 100%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები“, - განაცხადა კობახიძემ.
კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდა მოხდება ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში კერძო სექტორში საშუალო ხელფასის პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე.
2026 წლიდან ხელფასები სრული პროცენტული სხვაობით გაიზრდება - საჯარო მოხელეების საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80% და არაუმეტეს 90%-სა. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 74%-ია.
საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში 1 ათას ლარზე ცოტა მეტს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი ორი კომპონენტით ყალიბდება – ძირითადი განაკვეთი და კოეფიციენტი, რომელიც ჩინოვნიკის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში ჩინოვნიკების 12 კლასია.
ყველა ახალი ამბავი
0