https://sputnik-georgia.com/20250908/kaladze-opozicias-exmaureba-294840427.html
პასუხი მკაცრი იქნება: კალაძე ოპოზიციის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებებზე
პასუხი მკაცრი იქნება: კალაძე ოპოზიციის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებებზე
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და „ქართული ოცნება“ ყველა დონეზე ხელისუფლებას 2030 წლამდე... 08.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-08T20:19+0400
2025-09-08T20:19+0400
2025-09-08T20:19+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594113_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_30ab2a8de3afacb93ccf5aaa620de20a.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო გადატრიალებისა და მთავრობის დამხობისკენ მოწოდებები ქვეყანაში ნიჰილიზმის დათესვას ისახავს მიზნად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.მანამდე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა 4 ოქტომბერი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე - მთავრობის „მშვიდობიანი გზით დამხობის“ დღედ გამოაცხადა. გუშინ კი პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ქართველ ხალხს მოუწოდა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ და „მომავლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა გამართონ“.მან ასევე გააფრთხილა ოპოზიცია, რომ ნებისმიერ უკანონო ქმედებას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ამავსთან, კალაძემ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია ოქტომბრის არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვებაში. „მთავრობა 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელის. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვებას შევძლებთ“, - აღნიშნა კალაძემ.ოპოზიცია საქართველოშისაქართველოს წამყვანი ოპოზიციური ძალები ორ ბანაკად გაიყვნენ.პარტიები „ლელო“, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობენ, რომელიც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება და აპირებენ ხელისუფლებაზე ზეწოლის ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებას.ამასთან, პოლიტიკურმა მოძრაობებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და საპროტესტო აქციებით ცდილობენ „ქართული ოცნების“ მთავრობის დამხობას. მათ მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელიც 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მონაწილეობს საპროტესტო მოძრაობაში და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და მათი მხარდამჭერების ციხიდან გათავისუფლებას.მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ორივე ბანაკს ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიცია გარკვეული უცხო ძალების მხარდაჭერით, რომლებსაც მმართველი ელიტა deep state-ს უწოდებს, „საქართველოში რევოლუციის მოწყობას“ გეგმავს.მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და „ქართული ოცნება“ ყველა დონეზე ხელისუფლებას 2030 წლამდე შეინარჩუნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594113_25:0:1164:854_1920x0_80_0_0_42e343da22138045d6533117178aac8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, კახა კალაძე
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, კახა კალაძე
პასუხი მკაცრი იქნება: კალაძე ოპოზიციის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და „ქართული ოცნება“ ყველა დონეზე ხელისუფლებას 2030 წლამდე შეინარჩუნებს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო გადატრიალებისა და მთავრობის დამხობისკენ მოწოდებები ქვეყანაში ნიჰილიზმის დათესვას ისახავს მიზნად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მანამდე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა 4 ოქტომბერი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე - მთავრობის „მშვიდობიანი გზით დამხობის“ დღედ გამოაცხადა. გუშინ კი პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ქართველ ხალხს მოუწოდა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ და „მომავლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა გამართონ“.
„მოწოდებები, რომლებიც გვესმის სახელმწიფო გადატრიალებასთან, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა ცრუ ინფორმაციის როგორც კონკრეტულ ფაქტებად გავრცელება - ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ქვეყანაში ნიჰილიზმის დათესვას და საზოგადოებაში კითხვების გაჩენას“, - განაცხადა კალაძემ.
მან ასევე გააფრთხილა ოპოზიცია, რომ ნებისმიერ უკანონო ქმედებას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ამავსთან, კალაძემ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია ოქტომბრის არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვებაში.
„მთავრობა 4 ოქტომბერს გამარჯვებას ელის. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვებას შევძლებთ“, - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს წამყვანი ოპოზიციური ძალები ორ ბანაკად გაიყვნენ.
პარტიები „ლელო“, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობენ, რომელიც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება და აპირებენ ხელისუფლებაზე ზეწოლის ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებას.
ამასთან, პოლიტიკურმა მოძრაობებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და საპროტესტო აქციებით ცდილობენ „ქართული ოცნების“ მთავრობის დამხობას. მათ მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელიც 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მონაწილეობს საპროტესტო მოძრაობაში და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და მათი მხარდამჭერების ციხიდან გათავისუფლებას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ორივე ბანაკს ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიცია გარკვეული უცხო ძალების მხარდაჭერით, რომლებსაც მმართველი ელიტა deep state-ს უწოდებს, „საქართველოში რევოლუციის მოწყობას“ გეგმავს.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და „ქართული ოცნება“ ყველა დონეზე ხელისუფლებას 2030 წლამდე შეინარჩუნებს.