„ქვეყნის ბუნებრივი საგანძურებიდან შთამბეჭდავია მისი მღვიმეები“: რას წერენ საქართველოზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2025
გამოწერა
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები მღვიმეთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი 2009 წელს გახდა.
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეების პოპულარიზაციის მიზნით, მღვიმეთა საერთაშორისო ასოციაციის (ISCA) ოფიციალურ საინფორმაციო ჟურნალში საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ პუბლიკაცია გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
სტატიაში Georgia, Land of Hidden Underground Wonders განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს მღვიმეების გამორჩეულ ბუნებრივ სილამაზეზე, მათ ტურისტულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე და დაცული ტერიტორიების სისტემაში მათ როლზე.
„აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის კვეთაზე მდებარე საქართველო გამოირჩევა თვალწარმტაცი ბუნებით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და უძველესი ტრადიციებით. ქვეყნის ბუნებრივი საგანძურებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი მღვიმეები, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში წყლისა და დროის ძალითაა შექმნილი“, - წერს სტატიის ავტორი.
სტატიის ავტორის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში იმერეთის რეგიონი მღვიმეების მოყვარულთათვის მართლაც განსაკუთრებული სამკაულია. ორი მღვიმე კი - პრომეთე და სათაფლია რეგიონის უნიკალურ ბუნებრივ მარგალიტებს წარმოადგენენ.
მღვიმეთა საერთაშორისო ასოციაციის (ISCA) ოფიციალური ჟურნალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემაა სპელეოლოგიისა და მღვიმეების ტურიზმის მიმართულებით, რომელსაც საერთაშორისო სამეცნიერო და ტურისტული წრეები ფართოდ ეცნობიან.
სააგენტოს განცხადებით, საქართველოს მღვიმეების მიმართ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და მოგზაურების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რაც კიდევ უფრო ამყარებს ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის ცნობადობას და მის ადგილს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის რუკაზე.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები მღვიმეთა საერთაშორისო ასოციაციის (ISCA) წევრი 2009 წელს გახდა, რაც მსოფლიო მასშტაბით მათ პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
სათაფლიის ნაკრძალი
© courtesy of Miho Neimanსათაფლია
Пещера в заповеднике Сатаплия - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2025
სათაფლია
სათაფლიაში აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახისმჭამელი დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი ბუნების უნიკალური მოვლენაა. გეოლოგიურ წარსულში, როცა აქ ზღვის სანაპირო იყო (50-60 მლნ წლის წინ), ამ მიდამოებში დინოზავრებმა გაიარეს და დატოვეს ნაკვალევი. ნაკვალევი ორ სხვადასხვა ფენაზეა წარმოდგენილი, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიოში.
პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისთავში, ქუთაისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრომეთეს მღვიმე
Пещера Прометея - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2025
პრომეთეს მღვიმე
საქართველოს ყველაზე დიდი მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს. დღეს ტურისტებისთვის მისი მხოლოდ მეათედი ნაწილია გახსნილი. მღვიმის შიგნით მიწისქვეშა მდინარეები და ტბებია. ქვაბულის სიგრძე თითქმის ორი კილომეტრია. ექვს დარბაზში – „არგონავტების“, „კოლხეთის“, „მედეას“, „სიყვარულის“, „პრომეთესა“ და „იბერიის“ დარბაზებში გასეირნებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება.
პრომეთეს მღვიმეს ამშვენებს განათებული, სხვადასხვა ფორმის კარსტული წარმონაქმნები – სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სტალაგნატები. ყოველწლიურად მღვიმეს 200 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.
ყველა ახალი ამბავი
0