https://sputnik-georgia.com/20250906/chinetshi-gamopenaze-8-kompania-aradgines-294814626.html
ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე რვა ქართულმა კომპანიამ პროდუქცია წარადგინა
ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე რვა ქართულმა კომპანიამ პროდუქცია წარადგინა
Sputnik საქართველო
კომპანიებს წარდგენილი ჰქონდათ ქართული წარმოების თხილი, თაფლი, ღვინო, წვენები და წყალი. 06.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-06T15:29+0400
2025-09-06T15:29+0400
2025-09-06T15:29+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107977_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_73ccd2280f13d4d3ed61721adb0fc2fa.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენა SIAL SHENZHEN-ზე ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო, სადაც რვა ქართულმა კომპანიამ პროდუქცია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები: შპს „აჩინებული“, შპს „ჰობი“, შპს „ნათს ინქორფორეითიდ“, შპს „მეღვინეობა ჩელთი“, შპს „როიალ ნათსი“, შპს „წინანდალი პლიუსი“, შპს „წყალი მარგებელი“ და სს „თელიანი ველი“. ღონისძიების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული წარმოების თხილს, კაკალს, ღვინოს, წყალსა და საკონსერვო ნაწარმს.ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 1-3 სექტემბერს ჩატარდა, ქართული პროდუქცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით წარადგინეს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 75 ქვეყნის 55 ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო. გამოფენას 70 ათასამდე ვიზიტორი ესტუმრა.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარდა შენჭენისა, SIAL გამოფენები ტარდება მსოფლიოს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, მონრეალი, ტორონტო, შანხაი, ნიუ-დელი, კუალა ლუმპური და ჯაკარტა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში SIAL გამოფენები 2000 წლიდან ტარდება.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107977_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_7701b0e39628d1c458588bd2d2033164.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები, ჩინეთი
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები, ჩინეთი
ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე რვა ქართულმა კომპანიამ პროდუქცია წარადგინა
კომპანიებს წარდგენილი ჰქონდათ ქართული წარმოების თხილი, თაფლი, ღვინო, წვენები და წყალი.
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. ჩინეთის ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენა SIAL SHENZHEN-ზე ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო, სადაც რვა ქართულმა კომპანიამ პროდუქცია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები: შპს „აჩინებული“, შპს „ჰობი“, შპს „ნათს ინქორფორეითიდ“, შპს „მეღვინეობა ჩელთი“, შპს „როიალ ნათსი“, შპს „წინანდალი პლიუსი“, შპს „წყალი მარგებელი“ და სს „თელიანი ველი“.
ღონისძიების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული წარმოების თხილს, კაკალს, ღვინოს, წყალსა და საკონსერვო ნაწარმს.
ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 1-3 სექტემბერს ჩატარდა, ქართული პროდუქცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით წარადგინეს.
„უკვე მეორე წელია SIAL SHENZHEN-ზე საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართველ მეწარმეებს, საკუთარი პროდუქცია გააცნონ პრესტიჟული გამოფენების სტუმრებს, რაც მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და შემდგომ აქტიური სავაჭრო კავშირების დასამყარებლად“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ურუშაძემ.
წელს გამოფენაში მონაწილეობა 75 ქვეყნის 55 ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო. გამოფენას 70 ათასამდე ვიზიტორი ესტუმრა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარდა შენჭენისა, SIAL გამოფენები ტარდება მსოფლიოს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, მონრეალი, ტორონტო, შანხაი, ნიუ-დელი, კუალა ლუმპური და ჯაკარტა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში SIAL გამოფენები 2000 წლიდან ტარდება.