https://sputnik-georgia.com/20250906/-tbilissa-da-regioneshi-narkodanashaulistvis-7-piri-daakaves-294815832.html
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 06.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-06T16:28+0400
2025-09-06T16:28+0400
2025-09-06T16:28+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთში, გურიაში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს, რომელთა ასაკი 25-დან 66 წლამდეა, საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებას ედავება. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფის“ 209 ძირი, „მარიხუანა“ და „ბუპრენორფინი“. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთში, გურიაში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 25-დან 66 წლამდეა, საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებას ედავება.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფის“ 209 ძირი, „მარიხუანა“ და „ბუპრენორფინი“.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.