https://sputnik-georgia.com/20250905/policiam-qurduli-samkarostan-kavshiristvis-30-piri-daakava-294806465.html
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 30 პირი დააკავა
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 30 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 05.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-05T16:35+0400
2025-09-05T16:35+0400
2025-09-05T16:35+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 30 პირი დააკავეს, 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე - 7, ხოლო „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე - 4 პირი. 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი - თენგიზ ხოფერიაა, მეტსახელად „ჭინკა“. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლბით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 30 პირი დააკავა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 30 პირი დააკავეს, 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე - 7, ხოლო „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე - 4 პირი. 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი - თენგიზ ხოფერიაა, მეტსახელად „ჭინკა“.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლბით მიმდინარეობს.