https://sputnik-georgia.com/20250905/kalbi-receptebis-gacemistvis-klinikis-direqtori-daakaves-294800295.html
ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბ რეცეპტებს გასცემდა: დაკავებულია კლინიკის დირექტორი
ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბ რეცეპტებს გასცემდა: დაკავებულია კლინიკის დირექტორი
Sputnik საქართველო
დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 05.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-05T16:59+0400
2025-09-05T16:59+0400
2025-09-05T16:59+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ბრალდებული კახეთის რეგიონში მოქმედი კერძო „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის“დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მას საგამოძიებო უწყება კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღებას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ფულადი თანხის სანაცვლოდ შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ ყალბ რეცეპტებს. უწყების ცნობით, ბრალდებული რეცეპტის გასაღების დროს დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 221-ე და 268-ე მუხლებით (კომერციული მოსყიდვა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღება). უწყების ცნობით, გრძელდება მუშაობა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბ რეცეპტებს გასცემდა: დაკავებულია კლინიკის დირექტორი
დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული კახეთის რეგიონში მოქმედი კერძო „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის“დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მას საგამოძიებო უწყება კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ფულადი თანხის სანაცვლოდ შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ ყალბ რეცეპტებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული რეცეპტის გასაღების დროს დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 221-ე და 268-ე მუხლებით (კომერციული მოსყიდვა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღება).
უწყების ცნობით, გრძელდება მუშაობა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით.