თბილისში 48 წლის მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2025
გამოწერა
პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ 37 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 48 წლის მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდისა და მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0