https://sputnik-georgia.com/20250904/tbilisshi-gazgasamarti-sadguri-daakachages-294785384.html
თბილისში ერთ-ერთ გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს: დაკავებულია ორი პირი
თბილისში ერთ-ერთ გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს: დაკავებულია ორი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 04.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-04T12:05+0400
2025-09-04T12:05+0400
2025-09-04T12:05+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მომუშავე ოპერატორს თავს დაესხნენ და ცივი იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს თანხა. მომხდარის შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად წაღებული თანხა. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისში ერთ-ერთ გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს: დაკავებულია ორი პირი
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მომუშავე ოპერატორს თავს დაესხნენ და ცივი იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს თანხა. მომხდარის შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად წაღებული თანხა.
გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.