34 ათასზე მეტი აბი „მეთადონი": პოლიციამ ფონიჭალაში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება - 34.512 აბი „მეთადონი" ამოიღეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხდებაში.
შსს-ს განცხადებით, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი" აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს.
ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „მეთადონის" აბები, ასევე ,„ჰეროინის", „მორფინისა" და „კოდეინის" შემცველი 2 ლიტრამდე სითხე.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0