პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული 28 წლის უკრაინის მოქალაქეა, ხოლო მეორე - 48 წლის წარსულში ნასამართლევი პირი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი", „ჰეროინი“ და „გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0