https://sputnik-georgia.com/20250904/germaniashi-qartuli-gvino-waradgines-294789500.html
გერმანიაში ქართული ღვინო წარადგინეს
გერმანიაში ქართული ღვინო წარადგინეს
Sputnik საქართველო
გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალში ადგილს 2020 წლიდან იკავებს. 04.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-04T21:00+0400
2025-09-04T21:00+0400
2025-09-04T21:00+0400
საქართველო
გერმანია
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091512_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_e66b967205ba472e529aa7af956a3f84.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ქალაქ დეიდეშეიმში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. გერმანიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია,ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, სომელიეთა დაჯილდოების საერთაშორისო ღონისძიების TOP 50 Sommeliers-ის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას გერმანელი ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა. TOP 50 Sommeliers-ი 2012 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობას სომელიეები, HoReCa-სექტორის, გასტრონომიის სფეროს და მედიის წარმომადგენლები იღებენ. ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანია ff.k Public Relations-თან ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091512_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2095bb836c7ad2caa6fec19f572789ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
გერმანიაში ქართული ღვინო წარადგინეს
გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალში ადგილს 2020 წლიდან იკავებს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ქალაქ დეიდეშეიმში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
გერმანიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია,ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, სომელიეთა დაჯილდოების საერთაშორისო ღონისძიების TOP 50 Sommeliers-ის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებას გერმანელი ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა.
TOP 50 Sommeliers-ი 2012 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობას სომელიეები, HoReCa-სექტორის, გასტრონომიის სფეროს და მედიის წარმომადგენლები იღებენ.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანია ff.k Public Relations-თან ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება.