https://sputnik-georgia.com/20250904/acharashi-ukanono-iaragebi-amoiges-294785967.html
აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს: დაკავებულია თურქეთის 2 მოქალაქე
აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს: დაკავებულია თურქეთის 2 მოქალაქე
Sputnik საქართველო
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 04.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-04T14:21+0400
2025-09-04T14:21+0400
2025-09-04T14:21+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღების შეძენა-შენახვის ფაქტზე თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება 56 და 59 წლის მამაკაცებს ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა და ბათუმში, ერთ-ერთი დაკავებულის დროებით საცხოვრებელ სახლში შეინახეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდებთან და 135 ვაზნასთან ერთად ნივთმტკიცებად ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა - შენახვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს: დაკავებულია თურქეთის 2 მოქალაქე
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღების შეძენა-შენახვის ფაქტზე თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 56 და 59 წლის მამაკაცებს ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა და ბათუმში, ერთ-ერთი დაკავებულის დროებით საცხოვრებელ სახლში შეინახეს.
სამართალდამცველებმა აღნიშნული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდებთან და 135 ვაზნასთან ერთად ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა - შენახვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.