თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2025
გამოწერა
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 33-დან 44 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი პირები არიან. ერთ-ერთი ბრალდებული უკრაინის მოქალაქეა.
უწყების ცნობით, 2 სექტემბერს თბილისსა და აჭარაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები - 3 კგ-მდე „მეტადონი", 32 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი.
ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0