https://sputnik-georgia.com/20250903/sasamartlom-sxvitaridzes-patimroba-sheuparda-294764591.html
სასამართლომ თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილეს 2 წლით პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილეს 2 წლით პატიმრობა შეუფარდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი საბა სხვიტარიძე თბილისში ანტისამთავრობო აქციების დროს... 03.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-03T22:00+0400
2025-09-03T22:00+0400
2025-09-03T22:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58ca49186d45076c6d7b655a1be40de0.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი საბა სხვიტარიძე თბილისში ანტისამთავრობო აქციების დროს პოლიციელისთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო და 2 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სხვიტარიძემ 4 დეკემბერს, სასტუმრო „მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელ მირიან ქავთარაძეს ხელკეტის მსგავსი საგნით თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა. აღნიშნულმა დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხანმოკლე გაუარესება გამოიწვია.სხვიტარიძეს ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის წაუყენეს, რაც შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა. დაცვის მხარემ მოახერხა დაემტკიცებინა, რომ ბრალდებულმა არ იცოდა, რომ პოლიციელს უპირისპირდებოდა, რადგან ქავთარაძე სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი. სხვიტარიძე სამართალდამცავებმა 4 დეკემბერს დააკავეს.საპროტესტო აქციებისაქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_32e7e1f1962c1899e9e49e25f75ea066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი საბა სხვიტარიძე თბილისში ანტისამთავრობო აქციების დროს პოლიციელისთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო და 2 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სხვიტარიძემ 4 დეკემბერს, სასტუმრო „მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელ მირიან ქავთარაძეს ხელკეტის მსგავსი საგნით თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა. აღნიშნულმა დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხანმოკლე გაუარესება გამოიწვია.
სხვიტარიძეს ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის წაუყენეს, რაც შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა. დაცვის მხარემ მოახერხა დაემტკიცებინა, რომ ბრალდებულმა არ იცოდა, რომ პოლიციელს უპირისპირდებოდა, რადგან ქავთარაძე სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი. სხვიტარიძე სამართალდამცავებმა 4 დეკემბერს დააკავეს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.