https://sputnik-georgia.com/20250903/kalbi-dokumentebis-damzadebistvis-1-piri-daakaves-294762571.html
ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის თბილისში მამაკაცი დააკავეს
ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის თბილისში მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 26 წლის ახალგაზრდას წლამდე პატიმრობა ემუქრება. 03.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-03T14:32+0400
2025-09-03T14:32+0400
2025-09-03T14:32+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით თბილისში 26 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დასაქმებული იყო თბილისში, ერთ-ერთ საკანცელარიო მომსახურების ობიექტში, სადაც შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა სახის დოკუმენტის, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარატამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და თბილისის მერიის ავტომობილის საშვს აყალბებდა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტაცია შეიძინეს. პოლიციამ ბრალდებული თბილისში დააკავა - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკაცს 3-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. დაკავებულის სამუშაო ოფისის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია პერსონალური კომპიუტერები და სპეციალური ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც იგი ყალბი დოკუმენტების დამზადებას ახდენდა. ასევე ამოღებულია, ყალბი მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის დამზადებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის თბილისში მამაკაცი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 26 წლის ახალგაზრდას წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით თბილისში 26 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დასაქმებული იყო თბილისში, ერთ-ერთ საკანცელარიო მომსახურების ობიექტში, სადაც შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა სახის დოკუმენტის, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარატამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და თბილისის მერიის ავტომობილის საშვს აყალბებდა.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტაცია შეიძინეს.
პოლიციამ ბრალდებული თბილისში დააკავა - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკაცს 3-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
დაკავებულის სამუშაო ოფისის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია პერსონალური კომპიუტერები და სპეციალური ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც იგი ყალბი დოკუმენტების დამზადებას ახდენდა. ასევე ამოღებულია, ყალბი მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის დამზადებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებას გულისხმობს.