GCCA: ბოლო რვა თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 90 ფაქტი დადასტურდა

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე"
სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2025
გამოწერა
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წელს ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლის რვა თვეში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 147 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 90 ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის რვა თვეში - 838 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2.570 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა 47%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 50 მოვაჭრეს 89 საქმეზე ჯამში 104.742 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 115 საქმეზე 106 შეთანხმება გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 5%, იმერეთი 4%, კახეთი 3 %, ქვემო ქართლი 2% და სხვა რეგიონები.
რვა თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 286, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 262, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 138, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 57, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 28, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 20, ხოლო სხვა დანარჩენზე 47 განაცხადი.
სტატისტიკის მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 16%-ს.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
2024 წლის სექტემბერში კონკურენციის სააგენტო დასახელდა მსოფლიო ბანკის გამარჯვებულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის, განაცხადების ეფექტური განხილვისა და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად პრობლემის გადაჭრისთვის.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, საქართველო პროგრესს აღწევს მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და ევროკომისიის 2023 წლის ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია. კერძოდ, ქვეყანას აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.
ყველა ახალი ამბავი
0