თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს: დაკავებულია ორი პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2025
გამოწერა
დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 35 და 38 წლის მამაკაცებს ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა ავტომობილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო ვაზნები.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0