https://sputnik-georgia.com/20250902/saqartveloshi-saakashvilis-dros-gacemuli-jildoebis-sakitxi-gadaixedos-294756802.html
საქართველოში შესაძლოა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაცემული ჯილდოების საკითხი გადაიხედოს
საქართველოში შესაძლოა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაცემული ჯილდოების საკითხი გადაიხედოს
Sputnik საქართველო
კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მეფობდა დაუსჯელობის სინდრომი და სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის გამოყენების მაღალი... 02.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-02T22:00+0400
2025-09-02T22:00+0400
2025-09-03T08:14+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282468642_0:510:780:949_1920x0_80_0_0_7a61030988a307cefa86785d2ec00235.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. დროებითი საგამოძიებო კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ეთხოვოს გადახედოს 2004-2013 წლებში, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა მიხეილ სააკაშვილს, გაცემული ჯილდოების საკითხს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტში კომისიის დასკვნის წარდგენისას.დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა. იგი იძიებს 2003-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ასევე ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობას მათი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ. საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს მუხლი კანონმდებლობაში 1999 წლიდან არსებობს და არასდროს შეცვლილა.მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ, ანგარიშში წარმოდგენილი მრავალი საქმის შესწავლის შედეგად, ასევე დაადგინა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დაუსჯელობის სინდრომი სუფევდა და სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის გამოყენების მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდათ.„აღსანიშნავია, რომ ძალადობა იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ამ ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ორდენით დააჯილდოვა პირები, რომლებიც თავად ახორციელებდნენ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, ან ხელმძღვანელობდნენ ძალადობრივ სისტემას“, - აღნიშნა მან.წულუკიანმა აღნიშნა, რომ კომისიის ანგარიშში მოცემულია ამ პირების სახელები და გვარები, ასევე იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების სია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282468642_0:479:627:949_1920x0_80_0_0_8299e503248b937ea8be323c76eebad1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში შესაძლოა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაცემული ჯილდოების საკითხი გადაიხედოს
22:00 02.09.2025 (განახლებულია: 08:14 03.09.2025) კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მეფობდა დაუსჯელობის სინდრომი და სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის გამოყენების მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. დროებითი საგამოძიებო კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ეთხოვოს გადახედოს 2004-2013 წლებში, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა მიხეილ სააკაშვილს, გაცემული ჯილდოების საკითხს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტში კომისიის დასკვნის წარდგენისას.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა. იგი იძიებს 2003-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ასევე ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობას მათი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ. საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს მუხლი კანონმდებლობაში 1999 წლიდან არსებობს და არასდროს შეცვლილა.
„საგამოძიებო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი, იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ, ანგარიშში წარმოდგენილი მრავალი საქმის შესწავლის შედეგად, ასევე დაადგინა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დაუსჯელობის სინდრომი სუფევდა და სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის გამოყენების მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდათ.
„აღსანიშნავია, რომ ძალადობა იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ამ ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ორდენით დააჯილდოვა პირები, რომლებიც თავად ახორციელებდნენ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, ან ხელმძღვანელობდნენ ძალადობრივ სისტემას“, - აღნიშნა მან.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ კომისიის ანგარიშში მოცემულია ამ პირების სახელები და გვარები, ასევე იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების სია.