https://sputnik-georgia.com/20250902/premieri-chinettan-strategiuli-partniorobis-gagrmavebas-vgegmavt-294749919.html
პრემიერი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ვგეგმავთ
პრემიერი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ვგეგმავთ
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულირებენ ადამიანები, რომლებიც ჩინეთთან თანამშრომლობას „ლამის ქვეყნის ღალატად აცხადებენ". 02.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-02T21:00+0400
2025-09-02T21:00+0400
2025-09-02T21:00+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1d/266965568_0:166:3055:1884_1920x0_80_0_0_db2eb6f2d3615e5f76aaad9090011d66.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებებით ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების არყოფნა იმით ახსნეს, რომ „ჩინეთისთვისაც კი საქართველო არასანდო პარტნიორია“ და რომ „პარტნიორები საერთოდ არ აფასებენ „ქართულ ოცნებას“.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულირებენ ადამიანები, რომლებიც ჩინეთთან თანამშრომლობას „ლამის ქვეყნის ღალატად აცხადებენ".„აბსოლუტურად ჩანს ის, თუ რა ღირებულებებით და რა პრინციპებით მოქმედებს ჩვენი ოპონენტი ძალა", - განაცხადა პრემიერმა.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1d/266965568_323:0:3054:2048_1920x0_80_0_0_8d055679cec0ad74a79fde3ec5371dee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ვგეგმავთ
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულირებენ ადამიანები, რომლებიც ჩინეთთან თანამშრომლობას „ლამის ქვეყნის ღალატად აცხადებენ".
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებებით ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების არყოფნა იმით ახსნეს, რომ „ჩინეთისთვისაც კი საქართველო არასანდო პარტნიორია“ და რომ „პარტნიორები საერთოდ არ აფასებენ „ქართულ ოცნებას“.
„ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამისთვის მე პირადად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებ", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულირებენ ადამიანები, რომლებიც ჩინეთთან თანამშრომლობას „ლამის ქვეყნის ღალატად აცხადებენ".
„აბსოლუტურად ჩანს ის, თუ რა ღირებულებებით და რა პრინციპებით მოქმედებს ჩვენი ოპონენტი ძალა", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).