https://sputnik-georgia.com/20250902/ceskom-da-shss-tanamshromlobis-memorandumi-gaapormes-294747434.html
ცესკომ და შსს-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ცესკომ და შსს-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
Sputnik საქართველო
საარჩევნო პერიოდში ორ უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი პირველად 2016 წელს გაფორმდა. 02.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-02T16:00+0400
2025-09-02T16:00+0400
2025-09-02T16:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288896401_0:123:1179:786_1920x0_80_0_0_99f96de6e32863f421b5a3c4bbabb290.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2.058 წევრს - როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. უწყების ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმებისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად, შსს-სა და ცესკოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდ IFES-ისა და USAID-ს ხელშეწყობით გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბოლო წლებია, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება. თვითმმართველობის არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე. საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს. საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით. თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288896401_100:0:1148:786_1920x0_80_0_0_ed93af692f04f1097b4769750a35c20d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, საზოგადოება, ახალი ამბები
ცესკომ და შსს-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საარჩევნო პერიოდში ორ უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი პირველად 2016 წელს გაფორმდა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2.058 წევრს - როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
„თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცვლიან ყველა საჭირო ინფორმაციას და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციას გაუწევენ ერთმანეთს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმებისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად, შსს-სა და ცესკოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდ IFES-ისა და USAID-ს ხელშეწყობით გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბოლო წლებია, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.