https://sputnik-georgia.com/20250902/aqciaze-20-piri-daakaves-294756268.html
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 20 პირი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 20 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეებს რუსთველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სურდათ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 02.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-02T18:39+0400
2025-09-02T18:39+0400
2025-09-02T18:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/14/267660094_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_7eadb8a497083e6e27c46167caeb7758.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 2 სექტემბერს საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად დაიწყო, რომელზეც დეპუტატებმა მოისმინეს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ.აქციის მონაწილეებს რუსთველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სურდათ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ. თავის მხრივ, პოლიციის მხრიდან თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/14/267660094_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_7dcae686eff71933d9970f432e97276f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 20 პირი დააკავეს
აქციის მონაწილეებს რუსთველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სურდათ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
2 სექტემბერს საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად დაიწყო, რომელზეც დეპუტატებმა მოისმინეს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
აქციის მონაწილეებს რუსთველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სურდათ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დამორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 20 პირი დააკავა", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ. თავის მხრივ, პოლიციის მხრიდან თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება.