https://sputnik-georgia.com/20250901/ziritadi-dargvevebi-saqartvelos-gzebze-294722719.html
ფრთხილად, მძღოლებო! ძირითადი დარღვევები საქართველოს გზებზე
ფრთხილად, მძღოლებო! ძირითადი დარღვევები საქართველოს გზებზე
Sputnik საქართველო
საქართველოში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს... 01.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-01T12:17+0400
2025-09-01T12:17+0400
2025-09-01T12:17+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სტატისტიკა
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1e/282821752_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_6b594fef96d8f7f6d4de6cc99e697c27.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 1,8 მლნ ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.Sputnik-საქართველო გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს:1. სიჩქარის გადაჭარბებასაქართველოში ყველაზე გავრცელებული დარღვევა არის სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.2025 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 743.241 ჯარიმის ოდენობა 50 ლარს შეადგენს.2. პარკირების წესების იგნორირებამეორე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება. ასეთი დარღვევისთვის 2025 წლის პირველ ნახევარში გამოიწერა 338.048 ჯარიმა.3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვამესამე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.საანგარიშო პერიოდში აღნიშნული სახის 181.609 დარღვევა დაფიქსირდა.4. მოძრაობა საავტობუსე ზოლშიმეოთხე ადგილზეა ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლში მოძრაობა, რომლებიც საქართველოს ქალაქებშია მოწყობილი. 2025 წლის პირველ ნახევარში სულ 93.477 ასეთი დარღვევა დაფიქსირდა. ჯარიმა 100 ლარია.5. ტექდათვალიერების არარსებობადარღვევების ხუთეულში ბოლო ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 87.169 ჯარიმა, რომლის ოდენობაც 50 ლარს შეადგენს.ვიდეოჯარიმები და ქულებიდაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.საერთო ჯამში, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 77,5 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა, მათგან 630 ათასი თბილისში. ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 130.206-მა მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 52 მძღოლს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1e/282821752_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_a8d134f24e5acf1c4408f07da119c03e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ფრთხილად, მძღოლებო! ძირითადი დარღვევები საქართველოს გზებზე
საქართველოში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 1,8 მლნ ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
Sputnik-საქართველო გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს:
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დარღვევა არის სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
2025 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 743.241 ჯარიმის ოდენობა 50 ლარს შეადგენს.
2. პარკირების წესების იგნორირება
მეორე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება. ასეთი დარღვევისთვის 2025 წლის პირველ ნახევარში გამოიწერა 338.048 ჯარიმა.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა
მესამე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
საანგარიშო პერიოდში აღნიშნული სახის 181.609 დარღვევა დაფიქსირდა.
4. მოძრაობა საავტობუსე ზოლში
მეოთხე ადგილზეა ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლში მოძრაობა, რომლებიც საქართველოს ქალაქებშია მოწყობილი. 2025 წლის პირველ ნახევარში სულ 93.477 ასეთი დარღვევა დაფიქსირდა. ჯარიმა 100 ლარია.
5. ტექდათვალიერების არარსებობა
დარღვევების ხუთეულში ბოლო ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 87.169 ჯარიმა, რომლის ოდენობაც 50 ლარს შეადგენს.
დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 77,5 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა, მათგან 630 ათასი თბილისში.
ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 130.206-მა მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 52 მძღოლს.