https://sputnik-georgia.com/20250901/sco-samitze-gaertianebis-ganvitarebis-deklaracia-miiges-294737366.html
SCO-ს სამიტზე გაერთიანების განვითარების შესახებ დეკლარაცია მიიღეს
SCO-ს სამიტზე გაერთიანების განვითარების შესახებ დეკლარაცია მიიღეს
Sputnik საქართველო
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში იმართება, რომელშიც 20-ზე მეტი უცხოელი ლიდერი მონაწილეობს. 01.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-01T19:00+0400
2025-09-01T19:00+0400
2025-09-01T19:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი
რუსეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/01/294736488_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_3a9e46c107563dbaa023cfd84b879258.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრმა ქვეყნებმა წლამდე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის განვითარების 20235 წლამდე სტრატეგია მიიღეს, ნათქვამია ტიანძინის დეკლარაციაში, რომელიც მიღებულ იქნა SCO-ს წევრი-სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს 25-ე სხდომაზე.„SCO-ს საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით წევრმა-სახელმწიფოებმა მიიღეს SCO-ს განვითარების 2035 წლამდე სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ ამოცანებსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძირითად სფეროებს SCO-ს სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ინტერესების გათვალისწინებით“, - ნათქვამია დეკლარაციაში.დეკლარაციის ძირითადი თეზისები:შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში 31 აგვისტო-1 სექტემბრის პერიოდში იმართება, რომელშიც 20-ზე მეტი უცხო ქვეყნის ლიდერი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში შედიან: ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, უზბეკეთი და ბელარუსი. დამკვირვებელი ქვეყნები არიან: ავღანეთი და მონღოლეთი, ხოლო პარტნიორი ქვეყნები - აზერბაიჯანი, სომხეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, კამბოჯა, ყატარი, ქუვეითი, მიანმარი, ნეპალი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, თურქეთი და შრი-ლანკა.
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/01/294736488_222:0:2953:2048_1920x0_80_0_0_327b3298dffad75e3f123147063f7ecd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ჩინეთი, რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, ჩინეთი, რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
SCO-ს სამიტზე გაერთიანების განვითარების შესახებ დეკლარაცია მიიღეს
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში იმართება, რომელშიც 20-ზე მეტი უცხოელი ლიდერი მონაწილეობს.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრმა ქვეყნებმა წლამდე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის განვითარების 20235 წლამდე სტრატეგია მიიღეს, ნათქვამია ტიანძინის დეკლარაციაში, რომელიც მიღებულ იქნა SCO-ს წევრი-სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს 25-ე სხდომაზე.
„SCO-ს საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით წევრმა-სახელმწიფოებმა მიიღეს SCO-ს განვითარების 2035 წლამდე სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ ამოცანებსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძირითად სფეროებს SCO-ს სივრცეში მშვიდობისა და სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ინტერესების გათვალისწინებით“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაციის ძირითადი თეზისები:
ქვეყნებმა გადაწყვიტეს SCO-ს განვითარების ბანკის შექმნა;
დაგმეს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები. მიუთითეს სამხედრო კონფლიქტების დროს ბირთვული ინფრასტრუქტურის დაზიანების დაუშვებლობაზე;
მოუწოდეს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ. გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ავღანეთში მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად;
გამოთქვეს მზადყოფნ ერთობლივად იმუშაონ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების თავიდან ასაცილებლად;
ისინი საჭიროდ მიიჩნევენ თანამედროვე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალიებთან გაეროს ადაპტირებას.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში 31 აგვისტო-1 სექტემბრის პერიოდში იმართება, რომელშიც 20-ზე მეტი უცხო ქვეყნის ლიდერი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში შედიან: ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, უზბეკეთი და ბელარუსი. დამკვირვებელი ქვეყნები არიან: ავღანეთი და მონღოლეთი, ხოლო პარტნიორი ქვეყნები - აზერბაიჯანი, სომხეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, კამბოჯა, ყატარი, ქუვეითი, მიანმარი, ნეპალი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, თურქეთი და შრი-ლანკა.