https://sputnik-georgia.com/20250901/saxelmwipo-uwkebebshi-anazgaurebadi-stajirebis-programa-iwyeba-294731860.html
სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე განაცხადის მიღება იწყება
სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე განაცხადის მიღება იწყება
Sputnik საქართველო
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან. 01.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-01T11:39+0400
2025-09-01T11:39+0400
2025-09-01T10:57+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_7d3f25bac2297beb8003d367a2ff0a31.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. 1-ლი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ცხადდება.სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეიდან 10 სექტემბრის ჩათვლით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 ათასამდე კონკურსზე შეუძლიათ.სტაჟირების გავლას მოქმედი სტუდენტები და ის ადამიანები შეძლებენ, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური დაასრულეს. სტაჟირებაზე აპლიკანტების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მათი აკადემიური მოსწრება იქნება. აუცილებელია ქულათა საშუალო მაჩვენებელი მინიმუმ 71 იყოს, GPA კი - 2.7. ამასთან, უწყებები, სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს კი შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირში სტაჟირება – საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_a158d3db2604373228f20c2ab99af8a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე განაცხადის მიღება იწყება
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. 1-ლი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეიდან 10 სექტემბრის ჩათვლით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 ათასამდე კონკურსზე შეუძლიათ.
სტაჟირების გავლას მოქმედი სტუდენტები და ის ადამიანები შეძლებენ, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური დაასრულეს. სტაჟირებაზე აპლიკანტების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მათი აკადემიური მოსწრება იქნება. აუცილებელია ქულათა საშუალო მაჩვენებელი მინიმუმ 71 იყოს, GPA კი - 2.7. ამასთან, უწყებები, სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს კი შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირში სტაჟირება – საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.