https://sputnik-georgia.com/20250901/gcca-dakisrebuli-valdebulebebis-sheusruleblobis-gamo-9-movahcre-dajarimda--294734523.html
GCCA: დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 9 მოვაჭრე დაჯარიმდა
GCCA: დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 9 მოვაჭრე დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აგვისტოში 9... 01.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-01T17:00+0400
2025-09-01T17:00+0400
2025-09-01T17:00+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24209/68/242096897_0:1:1500:845_1920x0_80_0_0_87fd666dba4419932ca1335522cef648.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აგვისტოში 9 მოვაჭრე დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ მოვაჭრეებზე დაკისრებულმა ჯარიმის ოდენობამ ჯამში 71.625 ლარი შეადგინა. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება მას შემდეგ იწყებს, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. 2025 წელს GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 49 მოვაჭრე დაჯარიმდა, მათ ჯამში 105 ათას ლარამდე დაეკისრათ.ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.2024 წლის სექტემბერში კონკურენციის სააგენტო დასახელდა მსოფლიო ბანკის გამარჯვებულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის, განაცხადების ეფექტური განხილვისა და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად პრობლემის გადაჭრისთვის.ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, საქართველო პროგრესს აღწევს მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და ევროკომისიის 2023 წლის ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია. კერძოდ, ქვეყანას აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24209/68/242096897_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_03dfee88b7e2cad14db7541349e23cd4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აგვისტოში 9 მოვაჭრე დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ მოვაჭრეებზე დაკისრებულმა ჯარიმის ოდენობამ ჯამში 71.625 ლარი შეადგინა.
სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
„მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, GCCA-ის მიერ დაჯარიმდა: შპს „აიფონ ჯორჯია“ - 30.774 ლარით, შპს „მოტიფი“ - 33.927 ლარით, ფ/პ მზია გორდულაძე - 600 ლარით, შპს „ლეკი“ - 2.722 ლარით, ი/მ გიორგი ზაქარაძე - 600 ლარით, ფ/პ რევაზ კალაძე - 600 ლარით, ფ/პ ზურაბ ნამგალაძე - 1200 ლარით, ფ/პ ალექსანდრე ბარამიძე - 600 ლარით, შპს „კლინიკა ჰელსი და კომპანია“ - 600 ლარით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება მას შემდეგ იწყებს, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
2025 წელს GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 49 მოვაჭრე დაჯარიმდა, მათ ჯამში 105 ათას ლარამდე დაეკისრათ.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
2024 წლის სექტემბერში კონკურენციის სააგენტო დასახელდა მსოფლიო ბანკის გამარჯვებულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის, განაცხადების ეფექტური განხილვისა და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად პრობლემის გადაჭრისთვის.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, საქართველო პროგრესს აღწევს მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და ევროკომისიის 2023 წლის ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია. კერძოდ, ქვეყანას აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.