https://sputnik-georgia.com/20250831/saqartvelos-kalatburtis-nakrebi-saberznets-daupirispirdeba-294722983.html
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება
Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. 31.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-31T13:39+0400
2025-08-31T13:39+0400
2025-08-31T13:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294715982_0:67:1200:742_1920x0_80_0_0_078782f59c8b1cdeff996e08087d1fc9.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს და C ჯგუფის ლიდერს - საბერძნეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ლიმასოლში, საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება.პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი ანგარიშით 83:69 დაამარცხა, თუმცა, მეორე შეხვედრაში იტალიასთან ანგარიშით 62:78 დამარცხდა. შედეგად, ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი გამარჯვება და ერთი მარცხია.საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები (თბილისის დროით):31 აგვისტო, 16:00საქართველო - საბერძნეთი2 სექტემბერი, 19:15კვიპროსი - საქართველო4 სექტემბერი, 16:00საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა.ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ტარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.ევრობასკეტ 2025-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პლეი-ოფის საგზურს ყოველი ჯგუფის ექვსიდან ოთხი გუნდი მიიღებს.საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294715982_61:0:1140:809_1920x0_80_0_0_15d7a77e373741a194c24204d4c74714.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს და C ჯგუფის ლიდერს - საბერძნეთს დაუპირისპირდება.
შეხვედრა ლიმასოლში, საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება.
პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი ანგარიშით 83:69 დაამარცხა, თუმცა, მეორე შეხვედრაში იტალიასთან ანგარიშით 62:78 დამარცხდა. შედეგად, ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი გამარჯვება და ერთი მარცხია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები (თბილისის დროით):
საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ტარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.
ევრობასკეტ 2025-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პლეი-ოფის საგზურს ყოველი ჯგუფის ექვსიდან ოთხი გუნდი მიიღებს.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.