https://sputnik-georgia.com/20250831/ramdeni-sastumroa-saqartveloshi-statistikuri-monacemebi-294720583.html
რამდენი სასტუმროა საქართველოში: სტატისტიკური მონაცემები
რამდენი სასტუმროა საქართველოში: სტატისტიკური მონაცემები
Sputnik საქართველო
სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ 31.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-31T09:59+0400
2025-08-31T09:59+0400
2025-08-31T09:59+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/06/279290025_0:0:1501:844_1920x0_80_0_0_eba8a854d0a7e0e6669e06d4e7809039.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. 2024 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული იყო 2,6 ათასი ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2.662 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას, რაც 7%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.უწყების ცნობით, დაწესებულებების 99,8% კერძო საკუთრებაში, ხოლო 0,2% - სახელმწიფო საკუთრებაში იყო.გასულ წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობმა 3 610,5 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც 2,4%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1.616,5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 4,1%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5,8 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 16,5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. „საქსტატის" მონაცემებით, სტუმრების 63,5% უცხოელები იყვნენ - უმეტესობა ისრაელის და რუსეთის მოქალაქეები.2024 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და გართობის მიზნით.სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 15,4% და 14,7თ).ევროკავშირის ქვეყნების წილმა უცხოელი სტუმრების 8,2% შეადგინა, რომელთა შორის 30,6%-ს გერმანიის, ხოლო 20,8%-ს - პოლონეთის მოქალაქეები წარმოადგენდნენ.2024 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29.082 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (53,3%) ქალები წარმოადგენდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/06/279290025_0:0:1377:1032_1920x0_80_0_0_988ed5ad0b8f020d3c6ac5e707d5fe4d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
რამდენი სასტუმროა საქართველოში: სტატისტიკური მონაცემები
სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. 2024 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული იყო 2,6 ათასი ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2.662 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას, რაც 7%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების
ცნობით, დაწესებულებების 99,8% კერძო საკუთრებაში, ხოლო 0,2% - სახელმწიფო საკუთრებაში იყო.
გასულ წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობმა 3 610,5 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც 2,4%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1.616,5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 4,1%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 113,5 ათასი შეადგინა, რაც 5,3%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე - ნომრების საერთო რაოდენობა 2,1%-ით გაიზარდა და 51,2 ათასი შეადგინა.
საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5,8 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 16,5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. „საქსტატის" მონაცემებით, სტუმრების 63,5% უცხოელები იყვნენ - უმეტესობა ისრაელის და რუსეთის მოქალაქეები.
2024 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და გართობის მიზნით.
სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 15,4% და 14,7თ).
ევროკავშირის ქვეყნების წილმა უცხოელი სტუმრების 8,2% შეადგინა, რომელთა შორის 30,6%-ს გერმანიის, ხოლო 20,8%-ს - პოლონეთის მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
2024 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29.082 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (53,3%) ქალები წარმოადგენდნენ.