https://sputnik-georgia.com/20250831/qartuli-ocneba-gaxarias-shesxeb-gancxadebas-aketebs-294729681.html
„ქართული ოცნება“ გახარიას შესახებ - პასუხისმგებლობისგან კიდევ ერთხელ თავის არიდება
„ქართული ოცნება“ გახარიას შესახებ - პასუხისმგებლობისგან კიდევ ერთხელ თავის არიდება
Sputnik საქართველო
პარტიის წარმომადგენლის თქმით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, სად გააგრძელებს გახარია პოლიტიკურ საქმიანობას 31.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-31T19:18+0400
2025-08-31T19:18+0400
2025-08-31T19:18+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618264_0:89:1280:809_1920x0_80_0_0_731fb1eaf7c4beb878ffc516305d823c.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიერ გერმანიაში ბინადრობის ნებართვის მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ყოველთვის თავს არიდებდა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გახარიამ გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო, ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე გაჟღერდა. ექს-პრემიერი რამდენიმე თვეა საზღვარგარეთ იმყოფება. მან ქვეყანა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. რაც შეეხება გახარიას, ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, საზღვარგარეთ ყოფნისას.გახარიას თანაპარტიელებმა „რუსთავი 2“-ის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათმა ლიდერმა გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო, არ უარყვეს. თამარ კეკენაძის თქმით, მალე გაირკვევა, სად გააგრძელებს გახარია პოლიტიკურ საქმიანობას და დაბრუნდება თუ არა იგი საქართველოში.რაც შეეხება 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ოპოზიციურ პარტია „ლელო - ძლიერ საქართველოსთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.აღსანიშნავია, რომ პარტია „ლელოს“ ორივე დამფუძნებელი და ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაში იმყოფებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618264_68:0:1207:854_1920x0_80_0_0_0a9f76f55bdd9e2ce7336a8c160a9e6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
„ქართული ოცნება“ გახარიას შესახებ - პასუხისმგებლობისგან კიდევ ერთხელ თავის არიდება
პარტიის წარმომადგენლის თქმით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, სად გააგრძელებს გახარია პოლიტიკურ საქმიანობას
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიერ გერმანიაში ბინადრობის ნებართვის მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ყოველთვის თავს არიდებდა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გახარიამ გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო, ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე გაჟღერდა. ექს-პრემიერი რამდენიმე თვეა საზღვარგარეთ იმყოფება. მან ქვეყანა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. რაც შეეხება გახარიას, ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, საზღვარგარეთ ყოფნისას.
„თუ რამის გაფუჭება შეეძლო საქართველოში, უკვე გააფუჭა. იქიდანაც ხელს არ აკლებს ახლა საქმის გაფუჭებას. იგი ევროპელ პარტნიორებს სტუმრობს და ყველაფერს აკეთებს საქართველოსთვის ზიანის მისაყენებლად. პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად მან უკვე მიიღო ბინადრობის ნებართვა. ეს არის მისი პოლიტიკური „სიმამაცის“ მანიშნებელი. ის ყოველთვის თავს არიდებდა პასუხისმგებლობას“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
გახარიას თანაპარტიელებმა „რუსთავი 2“-ის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათმა ლიდერმა გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო, არ უარყვეს. თამარ კეკენაძის თქმით, მალე გაირკვევა, სად გააგრძელებს გახარია პოლიტიკურ საქმიანობას და დაბრუნდება თუ არა იგი საქართველოში.
„როდის ჩამოვა იგი საქართველოში, როგორ და სად გააგრძელებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ამ ქვეყნის ევროპული მომავლის შენარჩუნებას, იქნება ეს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ფიზიკური მონაწილეობა თუ ევროკავშირის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების გაგრძელება, საზოგადოება ამის შესახებ უახლოეს დღეებში თავად გიორგი გახარიასგან შეიტყობს“, - განაცხადა კეკენაძემ.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ოპოზიციურ პარტია „ლელო - ძლიერ საქართველოსთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ პარტია „ლელოს“ ორივე დამფუძნებელი და ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაში იმყოფებიან.