ავჭალაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმეხანძრე-მაშველი
მეხანძრე-მაშველი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2025
გამოწერა
ცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი იყო ჩართული
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ავჭალაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ხანძარი შაბათს, 30 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს წაეკიდა და ქარის გამო მთის ფერდობზე გავრცელდა.
„ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეც-ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება", - ნათქვამია განცხადებაში.
უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველები ტერიტორიის მონიტორინგს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. ხანძრის ქრობის პროცესში ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის გარდა, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი იყო ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0