https://sputnik-georgia.com/20250830/ramdeni-mzgoli-dajarimda-sagza0-wesebis-dargvevistvis-294719485.html
რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი - მონაცემები განახლდა
რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ვიდეოკამერებმა დაახლოებით 13 მილიონი დარღვევა დააფიქსირეს 30.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-30T19:44+0400
2025-08-30T19:44+0400
2025-08-30T19:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/90/248539083_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_d7772a7b9fee975948373fde386e062a.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. მძღოლებზე, რომელთა დარღვევებიც გზებზე ე.წ. „ჭკვიანმა კამერებმა" დააფიქსირეს, 2025 წლის პირველ ექვს თვეში მთლიანობაში 77,5 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.1-ელი იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ვიდეოკამერებმა დაახლოებით 13 მილიონი დარღვევა დააფიქსირეს, აქედან 6,3 მლნ – თბილისში.ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 8.552 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებიც შსს-ს ერთიან ქსელშია ჩართული, მათგან 6092 - საერთო ხედვის, 2.460 კი ნომერის ამომცნობი კამერაა.საქართველოში ჯარიმების ადმინისტრირების გამარტივების მიზნით 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეტყობინების ახალი სისტემა. ვიდეოჯარიმები შსს-ს ვებ-გვერდზე ქვეყნდება.უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მძღოლებისთვის ვიდეოჯარიმის გადაუხდელობამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით შესვლაზე უარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/90/248539083_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_61d5bd4480c710bfd6284c4d977d8eec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვითარება გზებზე
რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი - მონაცემები განახლდა
ვიდეოკამერებმა დაახლოებით 13 მილიონი დარღვევა დააფიქსირეს
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. მძღოლებზე, რომელთა დარღვევებიც გზებზე ე.წ. „ჭკვიანმა კამერებმა" დააფიქსირეს, 2025 წლის პირველ ექვს თვეში მთლიანობაში 77,5 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1-ელი იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ვიდეოკამერებმა დაახლოებით 13 მილიონი დარღვევა დააფიქსირეს, აქედან 6,3 მლნ – თბილისში.
ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10 ლარიდან იწყება. მძღოლებს, რომლებიც 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდიან რაიმე სახის დარღვევისთვის დაფიქსირებულ ვიდეოჯარიმას, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდებათ. საანგარიშო პერიოდში ამ ფასდაკლებით ისარგებლა 632,2 ათასმა მძღოლმა. ბიუჯეტში შევიდა 29,2 მლნ ლარი.
ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 8.552 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებიც შსს-ს ერთიან ქსელშია ჩართული, მათგან 6092 - საერთო ხედვის, 2.460 კი ნომერის ამომცნობი კამერაა.
საქართველოში ჯარიმების ადმინისტრირების გამარტივების მიზნით 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეტყობინების ახალი სისტემა. ვიდეოჯარიმები შსს-ს ვებ-გვერდზე ქვეყნდება.
უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მძღოლებისთვის ვიდეოჯარიმის გადაუხდელობამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით შესვლაზე უარი.