https://sputnik-georgia.com/20250827/prostituciis-xelsewyobis-braldebit-12-piri-daakaves-daxurulia-13-obieqti-294681230.html
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 12 პირი დააკავეს: ერთ-ერთი ცნობილი მომღერალია
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 12 პირი დააკავეს: ერთ-ერთი ცნობილი მომღერალია
Sputnik საქართველო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია... 27.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-27T11:46+0400
2025-08-27T11:46+0400
2025-08-27T11:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250283801_0:163:1000:726_1920x0_80_0_0_7e8d4b0d75fc0dcd8fa957123dca8c83.jpg
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დაკავებულ ქალებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. უწყების ცნობით, ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია.გამოძიების მიხედვით, აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ. გარდა ამისა, აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ. უწყების ცნობით, აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 254-ე მულით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250283801_0:70:1000:820_1920x0_80_0_0_544ccef7c90b456ea1473bce9ef897ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 12 პირი დააკავეს: ერთ-ერთი ცნობილი მომღერალია
11:46 27.08.2025 (განახლებულია: 11:54 27.08.2025) მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულ ქალებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. უწყების ცნობით, ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია.
გამოძიების მიხედვით, აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
გარდა ამისა, აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ.
უწყების ცნობით, აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 254-ე მულით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.