ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე: შსს განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2025
გამოწერა
შენობაში, სადაც უამრავი მაღაზიაა განთავსებული, დღეს გამთენიისას გაჩნდა
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ვაჭრობისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ შენობა-ნაგებობაში ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან შენობაში, სადაც უამრავი მაღაზიაა განთავსებული, დღეს დილით გამთენიისას გაჩნდა.
„აღნიშნული ობიექტის მიმდებარედ განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების დათვალიერებით ირკვევა, რომ ხანძრის, სავარაუდოდ, პირველი კერა, სწორედ ელექტრო-სადენებიდან ჩნდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მომხდარის ზუსტი მიზეზის დასადგენად, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის გაჩენის ფაქტზე შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, დღეს - 26 აგვისტოს, გამთენიისას შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, არსებობდა ხანძრის მიმდებარედ არსებულ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.
შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის.
ყველა ახალი ამბავი
0