https://sputnik-georgia.com/20250826/velit-tanamsromlobis-garrmavebas-paata-salia-israelis-usafrtxoebis-ministrs-sexvda-294678914.html
ველით თანამშრომლობის გაღრმავებას - პაატა სალია ისრაელის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა
ველით თანამშრომლობის გაღრმავებას - პაატა სალია ისრაელის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა
Sputnik საქართველო
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციამ გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა 26.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-26T23:14+0400
2025-08-26T23:14+0400
2025-08-26T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23447/14/234471471_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_9101fc1fb2f37b1dcb2c75e4e5a8a270.jpg
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს შეხვდა.იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციის წევრები.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. იუსტიციის მინისტრმა ისრაელის მხარეს სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები გააცნო; ხაზი გაესვა ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილი პროგრამების მნიშვნელობას.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციამ გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, სადაც ადგილზე გაეცნო დაწესებულების ინფრასტრუქტურას და სისტემის მართვის სტანდარტებს.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23447/14/234471471_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_472320d70125470726bb21ea1ad7e363.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ველით თანამშრომლობის გაღრმავებას - პაატა სალია ისრაელის უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციამ გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციის წევრები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. იუსტიციის მინისტრმა ისრაელის მხარეს სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები გააცნო; ხაზი გაესვა ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილი პროგრამების მნიშვნელობას.
„მადლობას ვუხდით იუსტიციის მინისტრ, ბატონ პაატა სალიას თბილი დახვედრისთვის და მოუთმენლად ველით იუსტიციის სამინისტროსთან და მის გუნდთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას“, - ნათქვამია ისრაელის საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციამ გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, სადაც ადგილზე გაეცნო დაწესებულების ინფრასტრუქტურას და სისტემის მართვის სტანდარტებს.