https://sputnik-georgia.com/20250826/premierma-kobaxizem-pirvelkurselebs-studentoba-miuloca-294671463.html
„პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია": პრემიერმა პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა
„პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია": პრემიერმა პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაური პირველკურსელებს წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებს. 26.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-26T15:05+0400
2025-08-26T15:05+0400
2025-08-26T15:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/05/292376210_0:88:2048:1240_1920x0_80_0_0_019293ec9e068f8b311e34e8e14a94d4.jpg
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31.704-მა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88%-ს შეადგენს. მთავრობის მეთაური პირველკურსელებს წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებს. დღეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. 2025 წელს დაფინანსდა 11,6 ათასზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა კი 5 ათასამდე გამოსაცდელი. 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდა - ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/05/292376210_139:0:1908:1327_1920x0_80_0_0_a8f0840cd3ba0e42cfb070267a7e1c3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
„პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია": პრემიერმა პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა
მთავრობის მეთაური პირველკურსელებს წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებს.
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა.
წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31.704-მა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88%-ს შეადგენს.
მთავრობის მეთაური პირველკურსელებს წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებს.
„წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება. გილოცავთ ყველას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ", – დაწერა პრემიერმა სოციალურ ქსელში.
დღეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. 2025 წელს დაფინანსდა 11,6 ათასზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა კი 5 ათასამდე გამოსაცდელი.
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდა - ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.