https://sputnik-georgia.com/20250825/savi-zrvis-sanapiro-zolze-ati-axali-samasvelo-sagusago-gantavsda-294662464.html
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა
Sputnik საქართველო
წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 250-ზე მეტი მაშველი ზრუნავს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე. 25.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-25T15:58+0400
2025-08-25T15:58+0400
2025-08-25T15:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
შავი ზღვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0c/281156383_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_6b80e9d44b6bf1cac2eadc33203baad9.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი შავი ზღვის სანაპიროზე მონიტორინგისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სანაპიროზე მოქმედი წესები და გაითვალისწინონ მაშველების მითითებები — მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით. წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 250-ზე მეტი მაშველი ზრუნავს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე. საჭიროების შემთხვევაში კი მუდმივად მზადყოფნაშია 40-ზე მეტი მცურავი საშუალება. აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია ზაფხულის სეზონზე საქართველოში. რეგიონი საშუალებას იძლევა მოგზაურობის მოყვარულები დატკბნენ როგორც ზღვის, ისე მთის კურორტებით.
საქართველო
აჭარა
შავი ზღვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0c/281156383_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_92ec695ddc1def88d7cc5bc2788b3b2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შავი ზღვა
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შავი ზღვა
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა
წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 250-ზე მეტი მაშველი ზრუნავს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ათი ახალი სამაშველო საგუშაგო განლაგდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი შავი ზღვის სანაპიროზე მონიტორინგისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა.
„ცვლილება მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საზღვაო სეზონის პერიოდში. დამატებითი საგუშაგოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის ზედამხედველობის ეფექტიანობასა და შესაძლო საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სანაპიროზე მოქმედი წესები და გაითვალისწინონ მაშველების მითითებები — მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით.
წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 250-ზე მეტი მაშველი ზრუნავს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე. საჭიროების შემთხვევაში კი მუდმივად მზადყოფნაშია 40-ზე მეტი მცურავი საშუალება.
აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია ზაფხულის სეზონზე საქართველოში. რეგიონი საშუალებას იძლევა მოგზაურობის მოყვარულები დატკბნენ როგორც ზღვის, ისე მთის კურორტებით.