https://sputnik-georgia.com/20250823/virtualuri-eqskursia-saqartvelosi-daculi-teritoriebi-turistebistvis-vr-proeqts-amzadeben-294652363.html
ვირტუალური ექსკურსია საქართველოში: დაცული ტერიტორიები ტურისტებისთვის VR-პროექტს ამზადებენ
ვირტუალური ექსკურსია საქართველოში: დაცული ტერიტორიები ტურისტებისთვის VR-პროექტს ამზადებენ
Sputnik საქართველო
აპლიკაციის საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში 23.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-23T19:10+0400
2025-08-23T19:10+0400
2025-08-23T19:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24628/46/246284604_0:0:2044:1149_1920x0_80_0_0_b2ac39c759c631c93b234369ba2dba36.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიებით შექმნილი ახალი ეკოტურისტული პროდუქტი დაინერგება, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.აპლიკაციის საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში, დატკბნენ ბუნების სილამაზით და განიცადონ ის ემოციები, რასაც უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა იწვევს.ახალი VR პროდუქტი ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების თვალსაჩინო წარმოჩენისა და უცხოელი მოგზაურების დაინტერესების ეფექტური საშუალება გახდება.დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა (927 ათას ჰექტრამდე - საქართველოს ტერიტორიის 13,3%), აქედან 14 - სახელმწიფო ნაკრძალია (139,048 ათასი ჰა), 15 - ეროვნული პარკია (512.235,01 ჰა), 25 აღკვეთილია (105.555.07 ჰა), 40 ბუნების ძეგლი (2.748.99 ჰა) და 5 დაცული ლანდშაფტი (167.247 ჰა).საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24628/46/246284604_72:0:1604:1149_1920x0_80_0_0_c638bb4e3edc136f17d4ee4846d5fe48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ვირტუალური ექსკურსია საქართველოში: დაცული ტერიტორიები ტურისტებისთვის VR-პროექტს ამზადებენ
აპლიკაციის საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიებით შექმნილი ახალი ეკოტურისტული პროდუქტი დაინერგება, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
აპლიკაციის საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში, დატკბნენ ბუნების სილამაზით და განიცადონ ის ემოციები, რასაც უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა იწვევს.
ახალი VR პროდუქტი ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების თვალსაჩინო წარმოჩენისა და უცხოელი მოგზაურების დაინტერესების ეფექტური საშუალება გახდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში სულ 99 დაცული ტერიტორიაა (927 ათას ჰექტრამდე - საქართველოს ტერიტორიის 13,3%), აქედან 14 - სახელმწიფო ნაკრძალია (139,048 ათასი ჰა), 15 - ეროვნული პარკია (512.235,01 ჰა), 25 აღკვეთილია (105.555.07 ჰა), 40 ბუნების ძეგლი (2.748.99 ჰა) და 5 დაცული ლანდშაფტი (167.247 ჰა).
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.