https://sputnik-georgia.com/20250823/marneulsi-dapirispireba-dawrit-dasrulda-dakavebulia-ori-piri-294646279.html
მარნეულში დაპირისპირება დაჭრით დასრულდა: დაკავებულია ორი პირი
მარნეულში დაპირისპირება დაჭრით დასრულდა: დაკავებულია ორი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 23.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-23T12:33+0400
2025-08-23T12:33+0400
2025-08-23T12:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
მარნეული
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24820/44/248204447_0:0:1585:892_1920x0_80_0_0_5dd6fa6a560f3ba115e5111fe09a4337.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.კერძოდ, 2001 წელს დაბადებული რ.მ. ჯანმრთელობის დაზიანების, მუქარის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ხოლო 2002 წელს დაბადებული ა.გ. ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებითაა დაკავებული.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ 2007 წელს დაბადებულ ო.ი.-ს, ხოლო ამავე დაპირისპირებისას, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ 2008 წელს დაბადებულ ს.ი.-ს და მისი მისამართით გაისროლეს, რა დროსაც გასროლილი ვაზნის დეტალით, იქვე მყოფმა 1995 წელს ა. ა.-მ სახის არეში დაზიანება მიიღო.დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 120-ე, 126-ე და 151-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
მარნეული
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24820/44/248204447_301:0:1585:963_1920x0_80_0_0_2c21d892995b19623213ac928f72da33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, მარნეული
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, მარნეული
მარნეულში დაპირისპირება დაჭრით დასრულდა: დაკავებულია ორი პირი
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კერძოდ, 2001 წელს დაბადებული რ.მ. ჯანმრთელობის დაზიანების, მუქარის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ხოლო 2002 წელს დაბადებული ა.გ. ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებითაა დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ 2007 წელს დაბადებულ ო.ი.-ს, ხოლო ამავე დაპირისპირებისას, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ 2008 წელს დაბადებულ ს.ი.-ს და მისი მისამართით გაისროლეს, რა დროსაც გასროლილი ვაზნის დეტალით, იქვე მყოფმა 1995 წელს ა. ა.-მ სახის არეში დაზიანება მიიღო.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 120-ე, 126-ე და 151-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.