მოფარიკავე სანდრო ბაზაძესა და ძიუდოისტ ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

გამოწერა
მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სპორტსმენები 65.000 - 65.000 ლარს მიიღებენ.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის მოფარიკავე სანდრო ბაზაძესა და 2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის ძიუდოისტ ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ჩემპიონები უმაღლესი სპორტული შედეგების მიღწევისათვის გათვალისწინებულ ფულად პრიზებთან ერთად, დამატებით 65.000-65.000 ლარს მიიღებენ.
ქართველმა მოფარიკავემ, 31 წლის სანდრო ბაზაძემ წელს კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. მან თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით – 15:9 დაამარცხა.
წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 25 წლის ეთერ ლიპარტელიანმა წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და ქართველ ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
ყველა ახალი ამბავი
0