23 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ცენტრები და სტადიონები აშენდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2025
გამოწერა
პროგრამის მიზანი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. 23 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საფეხბურთო ცენტრები და სტადიონები საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალური პროგრამის ფარგლებში აშენდება.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება - ახმეტის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში; ქალაქ გურჯაანსა და ქალაქ წნორში; ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში; ქალაქ წყალტუბოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთსა და ქალაქ ხონში; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში; ქალაქ ახალციხეში, დაბა ადიგენსა და ქალაქ ახალქალაქში; ქალაქ ბაღდათში, ქალაქ თერჯოლასა და ქალაქ ქუთაისში; ქალაქ წალკასა და ქალაქ ბოლნისში; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ქალაქ აბაშასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში.
პროგრამის მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის, ასევე ბავშვთა სპორტის კიდევ უფრო განვითარების ხელშეწყობაა.
მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0