https://sputnik-georgia.com/20250821/gemo-festtan-dakavsirebit-ambrolauris-mimartulebit-damatebiti-aviareisi-dainisna-294628390.html
„გემო ფესტთან" დაკავშირებით ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა
„გემო ფესტთან" დაკავშირებით ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა
Sputnik საქართველო
ფესტივალი "გემო ფესტი" პირველად 2022 წელს ამბროლაურში გაიმართა, მას შემდეგ კი ყოველწლიური ფესტივალის სახე მიიღო. 21.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-21T15:04+0400
2025-08-21T15:04+0400
2025-08-21T15:04+0400
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23641/05/236410581_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_bc968d725f7a28676bdfcac3c9f498f3.jpg
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „გემო ფესტთან" დაკავშირებით, ამბროლაურის მიმართულებით 28 აგვისტოს დამატებით ავიარეისს ნიშნავს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 29-30 აგვისტოს ამბროლაური უკვე მეორედ გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს. უწყების ცნობით, დამატებითი ავიარეისი, ნატახტრიდან ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, შემდეგი განრიგით შესრულდება: 28 აგვისტო: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა 15:45 საათზე28 აგვისტო: ამბროლაური – ნატახტარი, გაფრენა 17:00 საათზეამ ეტაპზე ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში სამი სიხშირით სრულდება. ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 3-წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა. „გემო ფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23641/05/236410581_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_1c4110b1d0fe43fc46ac40bf0933f388.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რაჭა-ლეჩხუმი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, კულტურა საქართველოში
საქართველო, რაჭა-ლეჩხუმი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, კულტურა საქართველოში
„გემო ფესტთან" დაკავშირებით ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა
ფესტივალი "გემო ფესტი" პირველად 2022 წელს ამბროლაურში გაიმართა, მას შემდეგ კი ყოველწლიური ფესტივალის სახე მიიღო.
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „გემო ფესტთან" დაკავშირებით, ამბროლაურის მიმართულებით 28 აგვისტოს დამატებით ავიარეისს ნიშნავს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
29-30 აგვისტოს ამბროლაური უკვე მეორედ გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს.
უწყების ცნობით, დამატებითი ავიარეისი, ნატახტრიდან ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, შემდეგი განრიგით შესრულდება:
28 აგვისტო: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა 15:45 საათზე
28 აგვისტო: ამბროლაური – ნატახტარი, გაფრენა 17:00 საათზე
ამ ეტაპზე ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში სამი სიხშირით სრულდება.
ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 3-წლამდე ბავშვები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
„გემო ფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია. ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, ასევე ახალი სერვისების შექმნა და განვითარება გასტრონომიული მიმართულებით.